საერთაშორისო კონკურსი – "ალიანტე"
ორგანიზაცია "ახალი თაობა–ახალი ინიციატივა" და ნატოს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით 2008 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონკურს „ალიანტე“.
კონკურსი გათვალისწინებულია საშუალო სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების, 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის.
კონკურსის მიზანია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. უფრო მეტიც, გამარჯვებულ გუნდებს ელით არაჩვეულებრივი მოგზაურობა.
წლების მანძილზე ალიანტემ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უამრავ ახალგაზრდას მოუყარა თავი, რათა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს შეუდარებელი პრიზის მოსაპოვებლად, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს იმოგზაურონ იმ ადგილებში, რომელთა ნახვასაც ისინი დამოუკიდებლად ვერასოდეს შეძლებდნენ.

დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი ვებ-გვერდზე:
კონკურსი სამი რაუნდისგან შედგება:
- პირველი რაუნდი, რომელიც ზოგად განათლებაზე დაფუძნებულ კითხვებს მოიცავს, ჩატადება ინტერნეტით. კონკურსანტებმა 20 შეკითხვიდან მინიმუმ 15 კითხვას უნდა გასცენ სწორად პასუხი, რომ მეორე რაუნდში გადასვლის უფლება მოიპოვონ.
- მეორე რაუნდი, რომელიც ასევე ზოგად განათლებაზეა აგებული. მეორე რაუნდში გუნდებმა 35 კითხვას უნდა გასცენ პასუხი წერილობითი ფორმით. (მასალა მიიღება როგორც ამობეჭდილი ფორმით, ასევე CD ზე ჩაწერილი)
- მეორე რაუნდში მონაწილე გუნდების შესავსები თავფურცელი
ეროვნული კოორდინატორები პროფესიონალ პოლიტოლოგებთან ერთად შეაფასებენ პასუხებს.
ყველა პასუხს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია გუნდის მიერ გამოყენებული წყაროს შესახებ, მათი გადამოწმების მიზნით.
ყველა პასუხს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია გუნდის მიერ გამოყენებული წყაროს შესახებ, მათი გადამოწმების მიზნით.
- მესამე რაუნდი - საერთაშორისო ფინალი. ფინალში სულ 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.